რჩევები
გაზქურა სამზარეულოს მთავარი ატრიბუტია, მის ხარისხსა
და კომფორტულობას დიასახლისისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
კარგი ქურა შესანიშნავად უნდა ამზადებდეს კერძებს, იყოს უსაფრთხო, პრაქტიკული და ამავდროულად ამშვენებდეს სამზარეულოს ინტერიერს. ამიტომ მის შერჩევას ფუნდამენტალური მიდგომა სჭირდება.
ქურები ძირითაქდა არის სამი ტიპის: გაზის, ელექტრო და კომბინირებული. აგრეთვე ჩასაშენებელი ქურები.
პირველი საკითხით რომელიც შერჩევის დროს უნდა გადაწყვიტოთ, არის ის, თუ რომელი ქურა შეიძინოთ, გაზის თუ ელექტრო. რა თქმა უნდა ორივე მათგანს როგორც ღირსება, ასევე ნაკლოვანება გააჩნია.
გაზქურა
თუ ბინაში არის გაზი, უმჯობესია გაზქურის შეძენა. რადგან ის მუშაობს ბუნებრივ აირზე, რომელიც გაცილებით ეკონომიურია ვიდრე ელექტროობა. გარდა ამისა, გაზქურის ჩართვის სემდეგ კომფორები მაშინვე ცხელდება, რის გამოც მასზე პროდუქტის მომზადება გაცილებით სწრაფად და მოხერხებულად ხდება. კომფორები ასევე მალე ცივდება კიდეც, რაც საშუალებას იძლევა პროდუქტის მომზადების დასრულების შემდეგ მაშინვე შეუდგეთ გაქზქურის დასუფთავებას.
ყველა ცნობილი მწარმოებელი უშვებს ქურებს ცხაურა - ქვესადგამების გამოყენებით. ეს ელეგანტურიც არის და პრაქტიკულიც. შეგიძლიათ ცხაურა მოხსნათ და ონკანის ქვეშ ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხოთ. ასეთ შემთხვევაში ქურაც იოლი გასაწმენდია.
გაზქურების ნაკლოვანებად მიიჩნევა:
· პროდუქტის მომზადების დროს ატმოსფეროში გამოიყოფა წვის პროდუქტები. (ამ პრობლემას შესანიშნავად უმკლავდება სამზარეულოს გამწოვი)
· გადმოსულმა წყალმა, ყავამ ან რძემ შეიძლება ცეცხლი ჩააქროს, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება, თუ გაზქურას აქვს ფუნქცია Gas Control. იგი ასეთ შემთხვევაში ავტომატურად გათიშავს გაზს.
· გაზის ჰაერღუმელში ტემპერატურა არათანაბრად ნაწილდება (ელექტრო ჰაერღუმელთან შედარებით) რასაც მიჩვევა სჭირდება, ამიტომ შეიძლება დასაწყისში პრობლემა შეექმნათ ახალბედა დიასახლისებს.
ელექტროქურები
ელექტრო ქურები ირთველა ელექტრო ქსელში. ამ ქურების მთავარი ღირსება მათი ეკოლოგიური სისუფთავე და ელექტროჰაერღუმელია. ჰაერღულემი სპეციალური ვენტილატორის საშუალებით თანაბრად ანაწილებს სითბოს მის მთელ მოცულობაზე და შესაბამისად ამ მხრივ, ნაკლებ კონტროლს საჭიროებს.
ისინი აღჭურვილია ტემპერატორის რეგულატორით და ტაიმერით, რომლის საშუალებითაც აპროგრამებენ საკვების მომზადების ხანგრძლივობას.
ელექტროქურების ნაკოვანებად ითვლება:
· ნაკლები ეკონომიურობა
· კომფორის გაცხელებისათვის საჭიროა გარკვეული დრო (ისევე, როგორც გაგრილებისათვის). აქედან გამომდინარე, პროდუქტის მომზადებას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, ხოლო საქმიანობის დასრულების შემდეგ, შეძლებელია ქურის მაშინვე დასუფთავება.
გაითვალისწინეთ, რომ ელექტროქურა მძლავრი ელექტრო ხელსაწყოა და მისი ქსელში ჩართვისას აუცილებელია ზუსტად იცოდეთ (განსაკუთრებით, თუ ძველ სახლში ცხოვრობთ) გაუძლებს თუ არა კაბელი (რომელიც კედელშია მოთავსებული) ელექტროქურია სიმძლავრეს. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ კაბელს ჰქონდეს დამიწება, ე.წ. 0.
კომბინირებული ქურები
საკმაოდ ექსკლუზიური ქურებია, ასეთ ქურებს 3 გაზის და ერთი ელექტრო კომფორი გააჩნია.
ამ ტიპის ქურებს ჰაერღუმელი როგორც წესი, ელექტრო აქვს. იდეალური ვარიანტია ის, რომ გაზის, ან ელექტროენერგიის გათიშვისას, ქურა მაინც განაგრძობს მუშაობას.
არსებობს ქურები რომელთაც, კომფორები გაზის აქვს, ჰაერღუმელი კი კომბინირებული - (ქვემოთ გაზი და ზემოდან ელექტრო).
აღსანიშნავია, რომ ასეთ ჰაერღუმელში გაზისა და ელექტროობის მუშაობა ერთდროულად არ ხდება, პროდუქტი ჯერ უნდა გამოცხვეს გაზით, შემდეგ გამოირთოს გაზი და ჩაირთოს ელექტროტენი, რადგან პროდუქტის ზედა ნაწილის გამოცხობაც დასრულდეს (ეს პროცესი საკმაოდ მოუხერხებელია, როცა დიდი რაოდენობით პროდუქტის გამოცხობაა საჭირო).
კომბინირებულ ქურებს თითქმის ყველა ის ფუნქცია აქვთ, რაც გაზქურებს. ზოგიერთ ასეთ მოდელს გაზის ბალონის სპეციალური სათავსოც გააჩნია.
მინაკერამიკული ქურები
მინაკერამიკული ქურები - XXI საუკუნის სიახლეა. ისინი მეტი თბოგამტარობით ხასიათდება, ვიდრე ჩვეულებრივი ელექტროქურები და პროდუქტის მომ ზადების პროცესი ისეთივე სწრაფია. ასეთი ქურა 10-12 წამში ხურდება და აფსოლიტურად უსაფრთხოა.
როგორ არის მოწყობილი მინაკერამიკა
ქურის სამუშაო ზედაპირის ქვეშ იმალება მოქნილი ელექტრო ტენი, რომელიც სპირალისებურადაა განლაგებული აზბესტის ფუძეზე, ზემოდან კი მინაკერამიკული ან მინის ზედაპირი ადევს. მასზე დატანილია გამაცხელებელი ზონებს ნიშნული, რომელსაც კომფორებს უწოდებენ. მინაკერამიკა მაღალი ბთოპოლარიზებული ტვისებებით გამოირჩევა . ის კარგად ატარებს სითბოს ელექტრო ტენიდან ზემოთ და ფაქტიურად ვრცელდება არა მთელ ზედაპირზე, არამედ ხურდება მხოლოდ კომფორები. ირგვლივ სივრცე კი თითქმის ცივი რჩება.
მინაკერამიკული კურის სხვადასხვა მოდელები განსხვავებული კომფორებით არის აღჭურვილი:
· რაპიდული - ყველაზე გავრცელებულია, გაცხელება გახურებული სპირალის მეშვეობით ხდება;
· ჰალოგენური - სპირალი ჰალოგენური ლამპიდან ცხელდება;
· ინდუქციური - ჭურჭლის გახურება ელექტრომაგნიტური ველის მეშვეობით ხდება. ასეთი ქურით რომ ისარგებლოთ, დაგჭირდებათ ჭურჭელი მაგნიტური ძირით, ანუ ჭურჭელი, რომელიც მაგნიტდება.
დადებითი თვისებები
მინაკერამიკული ზედაპირიანი ქურები უსაფრთხოა და არა აქვს ღია ალი. ამის გარდა აბსოლიტურად სწორ ზედაპირზე ნებისმიერი ჭურჭლის დაქანება ან ამოყირავება გამორიცხულია. გლუვი ზედაპირი ადვილი გასაწმენდია.
ზოგიერთ მოდელში გვხვდება ორკონტურიანი კომფორები. მათზე შეგიძლიათ არჩევანით ჩართოთ დიდი ან პატარა დიამეტრის გასაცხელებელი ფართობი, ანუჭურჭლის დასადგმელი ადგილი.
ასევე არსებობს კომპორები გახელების ოვალური ზონით. ირთვება გამაცხელებელი ელემენტის დამატებითი სეგმენტი, რომელსაც შეუძლია მრგვალი ფორმის კომპორები ოვალურ კომფორებად გარდაქმნას (მოსახერხებელია თუ თქვენ ასეთი ფორმის ჭურჭელს გამოიყენებთ).
კიდევ ერთი უპირატესობაა- დარჩენილი სითბოს სეგმენტური ინდიკატორი, რომლის მეშვეობითაც ადვილად განსაზღვრავთ, თუ რომელ კომფორს აქვს უფრო მეტად შენარჩუნებული მაღალი ტემპერატურა, რათა ისევ გამოიყენოთ კერძის გასათბობად ან სითბოს შესანარჩუნებლად.
მინაკერამიკის ან ნაწრთობი მინის ზედაპირის მოვლა, გაწმენდა- დასუფთავება, სხვა ურებთან შედარებით, გაცილებით მარტივად და საწრაფად ხდება.
ნაკლოვანებები
· დაბალი ბორტები ქურის კიდეებზე; ქურის აბსოლიტურად სწორი ზედაპირის გამო, ძლიერი, არაკონტროლირებადი დუღილის დროს, შეიძლება კერძი არა მარტო ქურის ზედაპირზე, არამედ იატაკზეც გადმოიღვაროს.
· არის ალბათობა, რომ გადმოღვრილი მასა გვერდითი კომფორის ცივ ზედაპირზე მოხვდეს, რამაც შეიძლება პანელის დასკდომა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მთელი პანელის შეცვლა მოგიწევთ. ეს კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
· კერამიკული ქურა მკაცრად გლუვ და სწორ ზედაპირიან ჭურჭელს საჭიროებს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რისგან არის ჭურჭელი დამზადებული, მთაქვარია, ძირი გააჩნდეს აბსოლიტურად სწორი. თქვენი ჭურჭლის უმრავლესობა შეიძლება გამოუსადეგარი აღმოჩნდეს ასეთი ქურისათვის.
· თუ ჩართულ ქურაზე დაგრჩათ ცარიელი, ემალირებული ჭურჭელი, ამან შეიძლება ურის ზედაპირის დაზიანება გამოიწვიოს ისე, რომ მისი გაწმენდა ვეღარ მოხერხდეს.
· მინაკერამიკა ცუდად იტანს ტკბილს, ამიტომ მის ზედაპირზე ყავა, ჩაი და ა. შ. დაგეღვრათ, სასურველია, თუ მას მაშინვე (სანამ კომფორი გაცივდება) მოაცილებთ.
გაბარიტები
ტრადიციული გაზქურის სიმაღლე 85 სმ. , სიღრმე - 60X60 სმ. , სიგანე კი 50 დან 100 სმ-მდე მერყეობს. ძირითადად გავრცელებულია ქურები ზომით - სიმაღლე 85 სმ, ხოლო სიღრმე და სიგანე 60X60 სმ.
ამას გარდა გვხვდება მოდელები რომელთა გაბარიტებია 50X50 და 50X60. მიუხედავად პატარა ზომებისა, მათზე მოთხოვნა მაინც არსებობს, თუმცა ერთდროულად რამოდენიმე კომფორზე საკვების მომზადება ძალიან მოუხერხებელია, კომფორებს შორის მცირე დაშორების გამო.
თვითწმენდის ფუნქციები
კატალიტური თვითწმენდის ფუნქცია
ამ ფუნქციის არსი მარტივია-ჰაერღუმელის კედლები დაფარულია წვრილფორებიანი, ხორკლიანი სპეციალური ემალირებული ზედაპირით. ასეთი ზედაპირით როგორც წესი დაფარულია ჰაერღუმლის მხოლოდ უკანა და გვერდითი კედლები, რადგან ჰაერღუმლის ქვედა ნაწილის ზედაპირზე არ მოხვდეს შაქარი და რძე, რომლის მიმართაც განსაკუთრებიტ მგრძნობიარეა.
კატალიტური ზედაპირი აჩქარებს ცხიმის დაჟანგვას ჰაერში არსებული ჟანგბადის მეშვეობით. შედეგად ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ცხიმის ლაქები იშლება ნახშირად და წყლად და თანდათანობით ქრება. თვითწმენდა უშუალოდ ქურის მუშაობის პროცესში მიმდინარეობს, თუმცა წმენდის პირველადი ხარისხი არ არის საკმაოდ მაღალი და დიდი ლაქები მხოლოდ ღუმელის მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ ქრება.
წლების შემდეგ შეიზლება კატალიტურმა ზედაპირმა შეიძლება დაკარგოს თავისი თვისებები, თუმცა თანამედროვე მწარმოებლების ახალი მოდელები აღჭურვილია მოსახსნელი კატალიტური პანელებით, რომელთა გამოცვლაც შესაძლებელია.
პილორიზული თვითწმენდის ფუნქცია
ფუნქციის არსი შემდეგშია - ჰაერღუმელი ცხელდება 50 ◦ C ტემპერატურამდე. ცხიმი და სხვა ჭუჭყი იწვის და გარდაიქმნება ფერფლად, რომელიც შემდეგ უბრალოდ უნდა მოაცილოთ. მაგრამ ეს ფუნქცია მხოლოდ ძალიან ხარისხიან და ძვირადღირებულ მოდელებს გააჩნიათ, რადგან ისისნი ძალიან მაღალი ტემპერატურის ამტანი განსაკუთრებული ხარისხის მეტალით და სქელი ნაწრთობი ჰაერღუმლის სამმაგი და ოთხმაგი მინის კარებითაა აღჭურვილი.
ფუნქცია Ecoclean
ამ ფუნქციის მოქმედების პრინციპი ძირითადად იგივეა, რაც კატალიტური პანელის ფუნქციისა, მთავარი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ Ecoclean - ის პანელები მუდმივია და იგი მუშაობს ჰაერღუმელის მთელი ექსპლუატაციის ვადის განმავლობაში. ასევე ისინ ი უფრო თხელია, ვიდრე კატალიტური პანელები და როგორც მწარმოებლები ირწმუნებიან, მისი ნაცრისფერი ემალი ცხიმსაც უფრო მალე შეიწოვს და აშრობს.
ფუნქცია Aqua Clean
Aqua Clean ფაქტიურად თითქმის ნახევრად თვითწმენდის ფუნქციაა, ღრმა ლანგარში ისხმევა წყალი, ირთვება ფუნქცია და ტემპერატურა ყენდება 5000-ზე. ნახევარი საათის შემდეგ წყალი ორთქლდება და საგრძნობლად არბილებს ჭუჭყის ხარისხს და ამის შემდეგ ღუმელის შიდა ზედაპირი უკვე რბილი ცვრის საშუალებით ადვილად შეიძლება გაიწმინდოს. რა თქმა უნდა ასეთი ფუნქციით აღჭურვილი ჰაერღუმელის შიდა ემალი მაღალხარისხიანია, ცხიმგამძლე, სწორი და პრიალა. ასე, რომ ამ ფუნქციის არსებობის შემთხვევაში ჰაერღუმელის გაწმენდა და გასუფთავება დიასახლისებს მაინც სჭირდებათ. Aqua Clean მხოლოდ ამსუბუქებს მათ შრომას.
ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ (თუნდაც ჰაერღუმელს არ გააჩნდეს არავითარი წმენდის ფუნქცია) ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა იმ ჰაერღუმელში, რომელიც შიგნიდან ხარისხიანი ემალითაა დაფარული.
რა თქმა უნდა ქურის შერჩევის დროს არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ფასს. რაც უფრო მეტი დამატებითი ფუნქცია აქვს ღუმელს, შესაბამისად მით უფრო მაღალია მისი ფასი.
ამიტომ ნუ იცქარებთ და კარგად ჩამოყალიბდით, რომელი ფუნქციაა თქვენთვის პრაქტიკული, გამოყენებადი და რომელი -არა.
მთავარია არა ფუნქციების რაოდენობა, არამედ რამდენად ხარისხიანად მზადდება ქურაზე პროდუქტი, როგორ აცხობს ჰაერღუმელი, ეკონომიური და მოსახერხებელია თუ არა იგი.
კარგი თანამედროვე ქურა გათვლილია 20-30 წლიან გამართულ მუშაობაზე.
ბედნიერ შენაძენს გისურვებთ!..


